წესები & პირობები

ბოლო განახლება: 15 ნოემბერი, 2025 წ.

საფოსტო და საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის მომსახურების პირობები

შემსრულებელი: შპს „ANYWAY“ (შემდგომში — „კომპანია“ ან „ენივეიჯი“).
ვებ–გვერდი: www.anyway.ge
იურიდიული მისამართი: თბილისი, რომან მიმინოშვილის ქ. №6
საკონტაქტო: 032 2 560 707 | info@anyway.ge

1. ზოგადი პირობები

1.1. მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო შეთავაზებას და არეგულირებს კომპანია ენივეიჯი-ს და მომხმარებლის ურთიერთობას.

1.2. კომპანია ენივეჯი-ს პლატფორმაზე რეგისტრაცია არის ნებაყოფლობითი და უფასო.

1.3. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს ენიჭება უნიკალური ID ნომერი, რომელიც ტვირთის იდენტიფიკაციის ერთადერთი საფუძველია.

1.4. მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი სრულად ეცნობა და ეთანხმება მოცემულ პირობებს დამატებითი დადასტურების გარეშე.

2. ტერმინები
მომხმარებელი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს მომსახურებით.
ტვირთი / ამანათი — ნებისმიერი ნივთი, რომელიც იგზავნება ტრანსპორტირებისთვის.
საწყობის მისამართი — კომპანიის მიერ მინიჭებული მისამართი ჩინეთში.
ტრანსპორტირება — ტვირთის გადაზიდვის პროცესი ერთ ქვეყნიდან მეორეში. ჩინეთი - საქართველო.
დეკლარაცია — საბაჟო დოკუმენტი, სადაც განისაზღვრება გადასახდელები.
დაზიანება — ფიზიკური დეფექტი, რომელიც მიღებულია ტრანსპორტირებისას.

3. პერსონალური მონაცემების დაცვა

3.1. კომპანია ამუშავებს მომხმარებლის მონაცემებს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

3.2. მონაცემები გამოიყენება მხოლოდ მომსახურების შესასრულებლად.

3.3. მესამე პირს ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ:

კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე;
საბაჟო და ტრანსპორტირების სერვისის შესრულებისთვის აუცილებელი შემთხვევებში.

4. მომსახურების არსი

კომპანია ახორციელებს:

ამანათების მიღებას უცხოეთის საწყობში;
ტრანსპორტირებას (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო);
საბაჟო დეკლარირებას (საჭიროების შემთხვევაში);
ტვირთის გაცემას მისამართზე ან ოფისში.

კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც ამანათი დაფიქსირდება საწყობის სისტემაში.

5. აკრძალული და შეზღუდული ტვირთები

5.1. აკრძალულია ტრანსპორტირება:

იარაღის,იარაღის ნაწილის, ნარკოტიკის, საკვების, ფალსიფიცირებული პროდუქციის, ბატარეების გარკვეული ტიპების და სხვა ნივთების.

სრული სია მოცემულია ვებ–გვერდზე.

5.2. ეჭვის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს:

მოითხოვოს დოკუმენტები;
შეაჩეროს ან უარი თქვას მომსახურებაზე.

6. ტარიფები და გადახდის წესი

6.1. მომსახურების ღირებულება საჰაერო ტრანსპორტირების დროს განისაზღვრება რეალური ან მოცულობითი წონის მაქსიმუმით. ხოლო სახმელეთო და საზღვაოს შემთხვევაში აქციის პერიოდში 30 კგ-მდე ტვირთებზე ტარიფი ითვლება მხოლოდ რეალური წონით.

6.2. მოქმედებს უახლესი ფასები, რომლებიც გამოქვეყნებულია www.anyway.ge-ზე.

6.3. გადახდა ხორციელდება ამანათის გაცემამდე.

6.4. დავალიანების არსებობის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს:

შეაჩეროს სხვა ამანათების გაცემა;
შეაჩეროს მომხმარებლის მომსახურება.

7. შეფუთვა, შემოწმება და დაზიანება

7.1. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს სათანადო შეფუთვა. რეისის გამოგზავნამდე, კომპანიას მიაწოდოს შესაბამისი ცნობები ამანათის ან ტვირთის შესახებ და მოახდინოს მისი სრულყოფილი დეკლარირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამანათის/ტვირთის ტრანსპორტირება ვერ მოხდება საქართველოში. აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმა კომპანიას უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად. საფრთხეშემცველი ან მსხვრევადი ტვირთის არსებობისას, შემკვეთმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს კომპანია ტვირთის ზუსტი სახეობის შესახებ ელ-ფოსტით და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე წინასწარ, ამანათის გამოწერამდე. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა კოპმანიამ, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.  შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და  კომპანია არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე. შემკვეთი ვალდებულია, დაზიანებული ან უკვე გახსნილი ამანათის მიღების შემთხვევაში, არ ჩაიბაროს ამანათი და ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელს წინასწარ აცნობოს, ხოლო თუ ფილიალში წარმომადგენელი არ იმყოფება, კომპანიის ცხელ ხაზს დაუკავშირდეს და საკითხის გარკვევამდე ამანათი ფილიალიდან არ გაიტანოს. ასეთი ამანათის გახსნის ან ფილიალიდან გატანის შემდეგ,  კომპანია მოიხსნის პასუხისმგებლობას ამანათის შიგთავსის, ანუ პროდუქციის ხარისხზე, ნაკლზე ან დანაკლისზე.

7.2. მსხვრევადი ნივთები უნდა იყოს მონიშნული შესაბამისი სტიკერით.

7.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არასათანადოდ შეფუთული ნივთების დაზიანებაზე.

7.4. საწყობში შეიძლება განხორციელდეს:

აწონვა, სკანირება, ფოტოფიქსაცია, დათვალიერება გარეგნულად.

 

8. საბაჟო პროცედურები

8.1. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნივთის ღირებულების და დასახელების სისწორეზე.

8.2. დეკლარაცია სრულდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ფარგლებში.

8.3. მომხმარებლის მიერ არასწორი მონაცემის მიწოდების შემთხვევაში ჯარიმა ეკისრება მომხმარებელს.

9. დაკარგვა და ანაზღაურება

9.1. ამანათი ითვლება დაკარგულად, თუ მისი ადგილმდებარეობა არ დგინდება 90 დღეში.

9.2. ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთი იყო დეკლარირებული.

9.3. დაუდეკლარირებელ გზავნილზე კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს.

10. მიწოდება და შენახვა

10.1. ამანათი გაიცემა ოფისში ან კურიერით. საკურიერო მომსახურების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც კურიერი ოფისიდან გაიტანს ამანათს, კომპანია ენივეიჯი-ს პასუხისმგებლობა ამანათზე აღარ ვრცელდება. ამ ეტაპიდან სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკურიერო კომპანია.

10.2. საწყობში შენახვა უფასოა 14 დღემდე, შემდეგ მოქმედებს შენახვის ტარიფი.

11. ფორმს-მაჟორი

კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებაზე:

ომის, ეპიდემიის, ავიარეისების გაუქმების, საბაჟო კონტროლის გაძლიერების, სტიქიური უბედურების ან ნებისმიერი გარემოებების დროს, რომლებიც არ ექვემდებარება კონტროლს.

12. იურიდიული ძალა და დავები

12.1. ყველა დავა გადაწყვედება სასამართლოში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით

13. დოკუმენტის ცვლილება

13.1. კომპანია უფლებას იტოვებს შეიტანოს ცვლილებები პირობებში ცალმხრივად.

13.2. განახლებული ვერსია თავსდება ვებ-გვერდზე და ძალაში შედის განთავსებისთანავე.

14.  მომხმარებლის ქცევის სტანდარტები
მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან დაუშვებლად ითვლება:

შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან აგრესიული გამონათქვამების გამოყენება;

კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ნებისმიერი ქმედება;

ცრუ, დაუზუსტებელი ან კომპანიის იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება;

სხვა საექსპედიტორო ან კონკურენტი კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება;

კომპანიის ან მისი თანამშრომლების მიმართ არასათანადო კომუნიკაცია — წერილობით, სატელეფონო ზარით, ჩათით, სოციალურ ქსელში კომენტარებით, გამოქვეყნებით ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა არხით.

რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს:

მომხმარებლის მომსახურება შეწყვიტოს დაუყოვნებლივ და უპირობოდ;

მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული/განთავსებული კონტენტი წაშალოს და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი დაბლოკოს კომპანიის ყველა ელექტრონულ პლატფორმაზე.

14.1 მომსახურებაზე უარის თქმის უფლება
კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას მომსახურების გაწევაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც თავად წარმოადგენენ სხვა საექსპედიტორო კომპანიას ან დაკავშირებულნი არიან მასთან, მათ შორის არიან მისი დამფუძნებლები, დირექტორები, პარტნიორები, მენეჯმენტის წარმომადგენლები ან თანამშრომლები

15. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ამანათების დროულ ასახვაზე ან მიღებაზე, რომლებიც ჩინეთის საწყობში არასამუშაო საათებშია ჩაბარებული. ასეთი ამანათების ასახვა და მიღება აისახება საწყობის სამუშაო რეჟიმის შესაბამისად, პირველი სამუშაო დღის განმავლობაში, ოპერატიული გადამუშავების წესით.
ამასთან, თითოეული ამანათი რეისზე გადაიგზავნება მხოლოდ მომხმარებლის მიერ მისი დეკლარირების შემდგომ, და გადამისამართდება/გაიგზავნება რიგის დაცვის პრინციპით – ანუ, იმ თანმიმდევრობით, როგორც დადასტურდება და დამუშავდება

16. საბოლოო დებულება

მომხმარებლის მიერ სერვისით სარგებლობა ნიშნავს დადასტურებულ და უპირობო თანხმობას ამ პირობებთან.

რეისები

რეისი: CH-100

ჩამოსვლის თარიღი: 23/11/2025

რეისი: CH-101

ჩამოსვლის თარიღი: 07/12/2025

რეისი: CH-102

ჩამოსვლის თარიღი: 01/01/2026

რეისი: CH-103

ჩამოსვლის თარიღი: 05/01/2026

რეისი: CH-104

ჩამოსვლის თარიღი: 26/11/2025

რეისი: CH-105

ჩამოსვლის თარიღი: 15/12/2025

რეისი: CH-106

ჩამოსვლის თარიღი: 20/12/2025

რეისი: CH-107

ჩამოსვლის თარიღი: 13/01/2026

რეისი: CH-108

ჩამოსვლის თარიღი: 27/12/2025

რეისი: CH-109

ჩამოსვლის თარიღი: 10/12/2025

რეისი: CH-110

ჩამოსვლის თარიღი: 30/12/2025

რეისი: CH-111

ჩამოსვლის თარიღი: 18/12/2025